მოთხრობები და ნოველები

“ნებისმიერ ქალაქს თავისი ხასიათი აქვს და ის, ვინც მის ხასიათს ვერ უგებს, ვერც ესაუბრება ქალაქს. ჩვენი ქალაქი, სხვა ქალაქებთან შედარებით, ცოტათი ზედმეტად ცნობისმოყვარეც იყო. ის არა და არ ეხებოდა სტუმრის ღირსებას, მაგრამ მაინც აუცილებლად და ღიმილით ჰკითხავდა: – რომელი ქალაქიდან ხარ, პატივცემულო, რომელი სოფლიდან, რომელი ისტორიიდან, რომელი ადათ-წესიდან, რომელი სუფრიდან, რომელი ღვინიდან თუ არყიდან, რომელი სიმღერიდან, ბუნებიდან, კულინარიიდან, სიზმრიდან, სიყვარულიდან, სიძულვილიდან…”

მოთხრობები და ნოველები შექმნილი რეალური ისტორიების მიხედვით