ბიოგრაფია

მირიან გურამ ოდიშარია (Guram  Odisharia, დაიბადა 1951 წლის 24 სექტემბერს, საქართველო, აფხაზეთის ასსრ, ქ. სოხუმი) – თანამედროვე ქართველი პოეტი, მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე, ათზე მეტი ეროვნული და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. მისი ნაწარმოებები 20-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ის ცნობილია, როგორც ომების მოწინააღმდეგე, ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური, კავკასიური, ევროპული შეხვედრების აქტიური მონაწილე, ნებისმიერი უმწვავესი, მათ შორის, უპირველესად, პოლიტიკური პრობლემების მხოლოდ დიალოგის, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის პოპულარიზატორი.

  

დაიბადა სამხედრო ოფიცრის ოჯახში. დედა მასწავლებელი ჰყავდა. 1975 წელს  დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის   ისტორია-ფილოლოგიის          ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს ჟურნალისტად მუშაობდა რადიოსა და გაზეთების რედაქციებში. 1987-1994 წლებში ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალ „რიწის“ მთავარი რედაქტორია.

2012-2014 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 2014 წელს, როგორც მინისტრმა, ბერლინში ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც 2018 წელს საქართველო გახდა ფრანკფურტის ( გერმანია) წიგნის ბაზრობის „ საპატიო სტუმარი.“

ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-1993 წწ) შემდეგ ცხოვრობს თბილისში. 1993 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ომის დასრულებისას, მან გადაიარა საკენ-ჭუბერის უღელტეხილი, სადაც ასობით ადამიანი დაიღუპა. ის დღეები მან აღწერა თავის ცნობილ ნაწარმოებში „ დევნილთა უღელტეხილი.“

ის გახლავთ კონფლიქტოლოგიც და 60-ზე მეტი ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური, კავკასიური, საერთაშორისო კონფერენციებისა და შეხვდრების მონაწილეა.

როგორც მწერალი, ხშირად მოგზაურობს კავკასიაში, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნებში, ესწრება თავისი წიგნების პრეზენტაციებს, ხვდება მკითხველებს, სტუდენტებს.

ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.

  შემოქმედება

გურამ ოდიშარიას პირველი ლექსები და ნახატები (ის ხშირად საკუთარ წიგნებს მხატვრულად თავად აფორმებს) ჯერ კიდევ მისი სკოლაში სწავლისას იბეჭდებოდა.

ის 10 პოეტური წიგნის ავტორია. ლიტერატორებმა განსაკუთრებული შეფასება მისცეს მის პოეტურ წიგნებს: „საგალობლები შენთვის“, „წვიმის გამოხმობა“, „ზღვის გასაღები“, „მშვიდობა სახლსა ამას“, „შვიდი სურათი ბავშვისათვის“.

ოდიშარიას პოსტავანგარდული ლექსები და პოემები ნაკარნახევია მისი მშობლიური ქალაქის ეგზოტიკით, ზღვისა და ზღვისპირეთის ფლორის სიურეალისტური პეიზაჟებით. კრიტიკოსები მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ზღვის პოეტს“. მისი პოეტური ნაწარმოებები თარგმნილია 10-ზე მეტ ენაზე და საქართველოს საზღვრებს გარეთ, რამდენიმე ქვეყანაში, ცალკე წიგნებად არის გამოცემული.

აფხაზეთში წარმართული შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, თბილისში ცხოვრებისას, მან მოთხრობების, პუბლიცისტური წერილების რამდენიმე კრებული და 5 რომანი გამოსცა.

მისი რომანებიდან განსაკუთრებულად პოპულარული გახდა: „სოხუმში დაბრუნება“ (1995), „შავი ზღვის ოკეანე“ (2000) და „პრეზიდენტის კატა“ (2007. ეს რომანი 15 ენაზე ითარგმნა).

მისი რომანებისა და მოთხრობების მთავარი თემაა: სსრკ-ს ნგრევის შემდგომი პერიოდის თავისებურებები საქართველოსა და კავკასიაში; ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და სიძულვილის არსი XX საუკუნის დასასრულსა და XXI საუკუნის დასაწყისში (საქართველოს მაგალითზე); მწერლის მშობლიური ქალაქის მცხოვრებლების ომამდელი, ომისდროინდელი და ომისშემდგომი მხიარული თუ ტრაგიკული ამბები; ურთულეს და ექსტრემალურ სიტუაციაში დაპირისპირებულ მხარეს მყოფი ადამიანების მიერ ერთმანეთის სიკვდილს გადარჩენისა და თანაგრძნობის ისტორიები; შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დევნილების ომამდელი თანაცხოვრების ნოსტალგია და მათი იმედები; შავი ზღვა, როგორც მწერლის პროზაული ნაწარმოებების მთავარი გმირი და საზოგადოებების მულტკულტურული კვეთის ფენომენი; იმ ახალი ხედვების ძიება, რომელიც გზას ახალი ჰორიზონტებისაკენ ხსნის და ხელს უწყობს ომის მიზეზით დაპირისპირებულ მხარეთა ურთიერთობების აღდგენისა და განვითარების პროცესს.

პოპულარობით სარგებლობდა გურამ ოდიშარიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ზღვა, რომელიც შორია“ (2005. პიესა დადგა ცნობილმა რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ).  2010 წელს ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის ზეწოლის შედეგად სპექტაკლმა არსებობა შეწყვიტა, რადგანაც სპექტაკლში მწერლის მიერ წარმოჩენილი იდეები ქართულ- აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ არ ემთხვეოდა მათ პოზიციას. მაშინ იგივე ბედი ეწია გ.ოდიშარიას თანაავტორობით განხორციელებულ მეორე სპექტაკლსაც “გამარჯობა სოხუმო”.

გურამ ოდიშარიას ახალი რომანი „შენთანუშენოდ“ 2019 წელს გამოიცა.

ბიბლიოგრაფია

პოეტური წიგნები

„საგალობლები შენთვის“ (სოხუმი, გამომცემლობა „ალაშარა“, 1978) (44 გვ.)

„მშვიდობა სახლსა ამას“ (სოხუმი, „ალაშარა“, 1982) (60 გვ.)

„უნებლიე ვედრებანი“ (თბილისი,“მერანი“, 1984) (86 გვ.)

„წვიმის გამოხმობა“(სოხუმი, „ალაშარა“, 1984) (78 გვ.)

„შვიდი სურათი ბავშვისათვის“ (სოხუმი, „ალაშარა“, 1986) (82 გვ.)

„შუაღამის ხე“ (თბილისი, „მერანი“, 1990) (100 გვ.)

„ზღვის გასაღები“ (სოხუმი, „ალაშარა“, 1991) (140 გვ.)

„სონატა სოხუმზე და შენზე“ (თბილისი, „მერანი“, 1994) (34 გვ.)

პოეზიის ერთტომეული „საგალობლები შენთვის“ (თბილისი, 2013) (306 გვ. )

„ასი ლექსი“ (თბილისი,“ინტელექტი“, 2014) ( 146 გვ.)

ლიტერატურული ზღაპრები

„სალამია“ (სოხუმი, „ალაშარა“, 1988) (162 გვ.)

მოთხრობები და ნოველები შექმნილი რეალური ისტორიების მიხედვით

„დევნილთა უღელტეხილი“ (თბილისი, „ლომისი“, 1993) (64 გვ.)

„სოხუმში მოსალოდნელია წვიმა“ (თბილისი, „ლომისი“, 1997) (132 გვ.)

„ძმისშვილი“

„აქუჯმა“

„ბონდო“

„ლადო“

„სტიუარდესა ჟანა“

„უცნობი ქალი“

„მაიმუნის სიკვდილი“

რომანები

„სოხუმში დაბრუნება“ (თბილისი, „მერანი“, 1995) (276 გვ. )

„შავი ზღვის ოკეანე“ (თბილისი, „მერანი“, 2000) ( 440 გვ.)

„პრეზიდენტის კატა“ (თბილისი, „უნივერსალი“, 2008) (228 გვ.)

„სათვალიანი ბომბი“ (თბილისი, „ფორმა“, 2009) (144 გვ.)

„შენთანუშენოდ“ (თბილისი, „ინტელექტი“, 2019) (332 გვ.)

 პუბლიცისტიკა

„გაუცხოების პლანეტა“ (თბილისი, „კავკასიური სახლი“ 2007) (72 გვ. )

დოკუმენტურ-პუბლიცისტური ჩანაწერები „სულის გადასხმა“  (თბილისი, „ინტელექტი“, 2012) (234 გვ.)

პიესა

„… ზღვა, რომელიც შორია“ (თბილისი, 2005)

 თარგმანი

დაურ ნაჭყებიას (ცნობილი აფხაზი მწერალი) რომანი „ღამის ნაპირი“ (თბილისი, „ოჯახური ბიბლიოთეკა“, 2011)

ეს პირველი და ერთადერთი აფხაზური რომანია, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ქართულად ითარგმნა და გამოიცა.

ესსე

“ბევრად მეტი, ვიდრე სოლიდარობა” (2020)

გ. ოდიშარიას უცხო ენებზე გამოცემული წიგნები

The president’s cat. China. Shanghai. FOREIGN LITERATURE PUBLISHING HOUSE. 2019 (310 page)

The President’s Cat. The Kingdom of the Netherlands (Holland). Hague.  U2PI. 2017 (220)

The pass of the persecuted. Germany. Frankfurt. REICHERT VERLAG. 2015 (64)

Georgia. Tbilisi. Rustaveli Avenue.  Germany. Frankfurt. REICHERT VERLAG. 2018 (104)

From unsended letters. Russia. Moscow. SOVETSKI PISATEL. 1991 (190)

The president’s cat. Slovakia. Bratislava. SLOVART. 2015 (174)

The president’s cat. Azerbaijan. Baku. BILIK. 2017. (208)

The president’s cat. Czech Republic. Prague. JONATHAN LIVINGSTON. 2017 (188)

The President’s cat.  Estonia. Tallinn. MTU OTAKU. 2017 (190)

The president’s cat. Hungary. Budapest. L’ HARMATTAN.  2017 (208)

The president’s cat. Armenia Yerevan. ANTARES. 2016 (228)

The president’s cat.  Azerbaijan. Baku.  GANUN. 2018 (288)

The President’s Cat. Ukraine. Kiev.  UKRAINSKI PISMENIK. 2016 (190)

Rain expected in Sukhumi. Ukraine. Lvov. VIDAVNITSTVO ANNET ANTONENKO. 2015 (172)

The pass of the persecuted. Czech Republic. Prague. JONATHAN LIVINGSTON. 2018 (74)

The president’s cat. (In Abkhazian language). Tbilisi. INTELEQTI. 2017 (198)

Georgia. Tbilisi. Rustaveli Avenue. Russia. Moscow. KULTURNAIA REVOLUTSIA. 2018 (156)

From unsended lettrs. Poems.  Armenia. Yerevan. UWA. 2016. (160)

Collection of Novels (Return to Sukhumi, President’s Cat and The Cyclops Bomb). Russia. Moscow. KULTURNAIA REVOLUTCIA. 2016 (472)

The pass of the persecuted. (In English language). Georgia. Tbilisi. 2013 (74)

The pass of the persecuted. (In English language). Georgia. Tbilisi. 1997 (72)

Boat mooring. (Play. In Russian language). Georgia. Tbilisi. SAARI. 2006 (112)

Planet of alienation. (In Russian language). Georgia. Tbilisi. KAVKAZSKI DOM. 2007 (96)

Return to Sukhumi. (In Russian language).  Georgia. Tbilisi. MERANI. 1997 (210)

The president’s cat. (In Russian language). Georgia. Tbilisi. 2008 (210)

The nephew (In Russian language). Georgia. Tbilisi. LITERATURULI 1999- (48)

სხვადასხვა ენაზე გამოცემული წიგნები